მთავარი / პროდუქცია / საწმენდი და დამცავი საშუალებები კერამოგრანიტების და ბუნებრივი ქვებისათვის




რაოდ.:

ჯამი: კვ.მ    ფასი

NATURAL LOOK PROTECTOR
ფასი: 250

ბრენდი: FABER CHIMICA

არტიკული: SR0200004

NATURAL LOOK PROTECTOR არის გამხსნელის (სოლვენტის) ბაზაზე დამზადებული, ლაქებისგან დამცავი  საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მარმარილოს,ნატურალური ქვისა და მაღალი შემწოვობის მქონე მასალების სრულიად უხილავ და ეფექტურ დაცვას. პროდუქტი ხელს უშლის ლაქების გამომწვევი ნივთიერებების შეღწევას მასალის ფორებში და ამგვარად იცავს ზედაპირს დასვრისგან. ზედაპირზე დაღვრილი ნებისმიერი ლაქის მომცემი სითხე თუ ნივთიერება შესაძლებელია სწრაფად და მარტივად მოშორდეს უბრალოდ ნესტიანი ტილოს გადასმით.

NATURAL LOOK PROTECTOR არის სრულიად უხილავი და არ ცვლის დამუშავებული ზედაპირის იერსახეს, ტონსა თუ ფერს; იგი არ წარმოქმნის ზედაპირულ აპკს (ფენას), ვინაიდან მთლიანად შეიწოვება, და არ აფერხებს მასალის პირვანდელ ჰაერგამტარობას (სუნთქვის უნარს).

 

 


ბინის რემონტი