2 სმ კერამოგრანიტი ხის და ქვის ფაქტურა იდეალურია ტერასებისა და ეზოებისათვის

დაგება: ბალახზე და  გრუნტზე 

20 მმ ფილების ბალახსა ან გრუნტზე  მსუბუქი ბილიკების მოსაწყობად რეკომენდირებულია, რომ ფილების ზედაპირი დაგების დროს იყოს ბალახის სისწორეზე. ასევე საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

 საფუძვლის მომზადება

 შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნას მოცილებული  ბალახი იქ,  სადაც იქნება განლაგებული ფილები და უნდა კარგად დასველდეს გრუნტი.

  ფილის დაგება

დაიგოს ფილები წინასწარ შერჩეული სქემის მიხედვით და მსუბუქად უნდა იქნას დატკეპნილი თეთრი რეზინიანი ჩაქუჩის მეშვეობით, რათა უკეთესად  მოხდეს ფილის მოჭიდება გრუნტთან.

  ღარი

ფილის დაგება რეკომენდირებულია არანაკლებ 2მმ-იანი ღარით.

  ბილიკის სიმყარის გასაძლიერებლად  რეკომენდირებულია :

     გრუნტი უნდა მოიჭრას 5-6 სმ-ზე.

     დაიყაროს 4-8 მმ-იანი ხრეში.

     დაიტკეპნოს საფუძველი და დაეწყოს ფილები.

 

 დაგება: ქვიშაზე

    20 მმ-იანი ფილების ქვიშაზე დაწყობისათვის უნდა იქნას  დაცული შემდეგი რეკომენდაციები:

 საფუძვლის მომზადება

მომზადდეს ქვიშის 5-10 სმ-იანი ფენა და გადაწორდეს

 ფილის დაგება

დაიგოს ფილები წინასწარ შერჩეული სქემის მიხედვით და მსუბუქად უნდა იქნას დატკეპნილი თეთრი რეზინიანი ჩაქუჩის მეშვეობით, რათა უკეთესად  მოხდეს ფილის მოჭიდება ქვიშასთან.

 ღარი

 ფილის დაგება რეკომენდირებულია არანაკლებ 2მმ-იანი ღარით.

 

 

 

 

მშრალი დაგება :  ხრეშით გრუნტზე

რეკომენდაცია 20 მმ-იანი ფილების სწორად დასაგებად  გრუნტზე, იქ სადაც გაძლიერებულია დატვირთვა (ფანჩატურები, ბარბექუები, ქოლგების

 შემთხვევაში).

 საფუძვლის მომზადება

  გრუნტი უნდა მოიჭრას 20 სმ-ის სიღრმეზე

სადრენაჟო ფენა

ჩაიყაროს 16-იანი და  35 მმ-იანი ხრეშის ნარევი 10 სმ-ის სიღრმეზე, რათა მოხდეს წყლის სათანადო დრენაჟი. ფილების დაწევის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ამ  ფენის გადასწორება და დატრომბირება. უნდა იქნას გაკეთებული დახრილობა არანაკლებ 2 %.

წამყვანი ფენა

 უნდა დაიყაროს 4-8 მმ-იანი ხრეში 10 სმ სიღრმეზე და გადასწორდეს.

 ფილის დაგება

დაიგოს ფილები წინასწარ შერჩეული სქემის მიხედვით და მსუბუქად უნდა იქნას დატკეპნილი თეთრი რეზინიანი ჩაქუჩის მეშვეობით, რათა უკეთესად  მოხდეს ფილის მოჭიდება საფუძველთან.

  ღარი

 ფილის დაგება რეკომენდირებულია არანაკლებ 3მმ-იანი ღარით და სპეციალური ჯვრების გამოყენებით. ღარები შეიძლება შეივსოს გარეცხილი არათიხის შემცველი ქვიშით ან სპეციალური წყლის გამტარი პოლიმერული ქვიშით.