ხშირად დასმული კითხვები
-
1.რა არის კერამოგრანიტი? +
- კერამოგრანიტი არის მკვრივი კერამიკული მასალა,რომლის წყლის შეწოვადობა თითქმის ნულის ტოლია. მთავარი განსაკუთრებულობა კერამიკული ფილებისა არის მათი შემადგენლობა. შემადგენლობაში გამოიყენება მხოლოდ სუფთა მასალა. კაოლინი,მინერალი, თიხა და სხვა.ეს მასალა შეადგენს ფილის 99%, ხოლო საღებავი,რომელიც ბუნებრივი წარმომავლობისაა,ავსებს მის ესთეტიურ მხარეს.
დაპრესვის ფაზა ხორციელდება წებოსა და ფისის დამატების გარაშე. მასალის ერთგვაროვნება და სიმკვრივე მიიხწევა მექანიკური პრესის დახმარებით, რომელიც კვ.სმ-ზე შეადგენს 500 კგ.ასევე ღუმელში გამოცხობით 1250c.გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. გამოიყენება ინოვაციური ტექნოლოგიები,რომლებიც საშუალებას იძლევა თავი დავაღწიოთ ფილის ზედაპირზე ნახატისა და რელიეფის გამეორებას.ყოველი თვითოეული ფილა უნიკალურია და განუმეორებელი.ეს არის პროდუქტი,რომელიც მდგრადია გარემოს ზემოქმედების მიმართ. შუშისებრი სტრუქტურა და ფორების არ არსებობა, ხელს უშლის ჭუჭყის ჩაჯდომასა და დახეთქვას ყინვის დროს. იატაკის-კერამოგრანიტის ფილას აქვს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი. მდგრადია ცვეთისა და ცეცხლის მიმართ და შეესაბამება ყველა საერთაშორისო ნორმას. იგი იდეალურია შიდა და გარე მოპირკეთებისათვის და ასევე იქ, სადაც მაღალი გავლადობაა და ინტენსიური მოძრაობა.
ქიმიური ზემოქმედების მიმართ მდგრადობამდგრადია ყველაზე ხშირად გამოყენებადი მჟავების მიმართ, როგორიცაა: ძმარი,ლიმნის წვენი კოლა და სხვ. არ ტოვებს ფილაზე კვალს, როდესაც, მარმარილოში ანგრევს არსებულ კალიუმის კარბონატს. მასალა ვერ უძლებს გოგირდის მჟავის ზემოქმედებას.
ცვეთის მიმართ მდგრადობა<div >პროდუქციას გააჩნია ცვეთის უფრო მაღალი მდგრადობა, ვიდრე ნებისმიერ ნატურალურ მასალას(მარმარილო გრანიტი).
ცეცხლგამძლეობახანძრის და ალის ზემოქმედების დროს მასალა არ იწვის და არ გამოყოფს მავნე და ტოქსიურ ბოლსა და გაზებს.
მოვლამასალა არ იკავებს ორგანულ ნივთიერებებს და ბაქტერიებს (რაც იწვევს ალერგიასა და სხვა დაავადებებს).შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ძლიერმოქმედი სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებები.
თერმოგამძლეობაარანაირი პრობლემა არ აქვს ცხელ ქვაბებსა და ანთებულ სიგარეტებთან კონტაქტისას, რაც აფუჭებს სხვა მოსაპირკეთებელ მასალებს- ხეს, პლასტიკურ ლამინატსა და ფისის შემცველ მასალას.
ლაქების მიმართ მდგრადობამცენარეული ზეთი, ღვინო, ყავა, სუნამო, კრემები, არ ტოვებენ ლაქას და არ აზიანებენ ზედაპირს. ასევე შესაძლებელია ზედაპირის დაზიანების საშიშროების გარეშე, ძლიერი საწმენდი საშუალებების და გამხსნელების გამოყენება.
ფერის მდგრადობაფერებს აქვს აბსოლიტური მდგრადობა მზის,ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედების მიმართ.
ეკოლოგიურობაარ შეიცავს წყლის გამდევნ ქიმიურ ნივთიერებებს, საღებავს ან ფისს. არ ორთქლდება ალის ზემოქმედების ქვეშაც კი. სხვა ბუნებრივი ქვებისაგან განსხვავებით არ გამოყოფს რადონს და სხვა რადიოაქტიურ გაზებს,ასევე ტყვიის მტვერს.არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
- კერამოგრანიტი არის მკვრივი კერამიკული მასალა,რომლის წყლის შეწოვადობა თითქმის ნულის ტოლია. მთავარი განსაკუთრებულობა კერამიკული ფილებისა არის მათი შემადგენლობა. შემადგენლობაში გამოიყენება მხოლოდ სუფთა მასალა. კაოლინი,მინერალი, თიხა და სხვა.ეს მასალა შეადგენს ფილის 99%, ხოლო საღებავი,რომელიც ბუნებრივი წარმომავლობისაა,ავსებს მის ესთეტიურ მხარეს.
-
2. შეიძლება თუ არა კერამიკული ფილების დაგება ღარების გარეშე?როგორია რეკომენდაცია კერამიკული ფილებს შორის ღარის სიგანე?+
-
კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ფილების დაგება ღარების გარეშე. ღარის სიგანე შეიძლება შეიცვალოს ფილის ზომისა და იატაკის დანიშნულების მიხედვით. ფილებს შორის ღარები ასევე ხელს უწყობს შემავსებლის მოჭიდებას ფილის კანტებთან და აკომპენსირებს ფილების ტემპერეტურულ ცვალებადობას.
დიდი ფართის შემთხვევაში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ტემპერატურის ცვალებადობის და რყევადობისთვის თანაბრად განაწილებული ღარები, ხოლო პატარა ფართის შემთხვევაში საკმარისია დატოვებულ იქნას მცირე ღარი მოსაპირკეთებელი ზედაპირისა და პერიმეტრულ კედლებს შორის. პლინტუსი დაფარავს ამ ღარს და მისცემს ზედაპირს დასრულებულ სახეს. ამასთანავე ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება პროექტის ავტორის რჩევასა და მითითებას.
ღარების მანძილი დამოკიდებულია ფილების კალიბრზე და მახასიათებელზე. მაგალითად: რეტიფიცირებული ფილების (გვერდები რომელსაც აქვს დამუშავებული) ღარის მანძილი შეიძლება იყოს 1-2 მმ, ხოლო არარეტიფიცირებულის- უფრო მეტი მანძილით.
-
-
3.როგორ გავასუფთავოთ დაგების შემდეგ კერამიკული ფილა?+
-
სამუშაოების შემდგომ გასუფთავება არის აუცილებელი. ფილების არასწორი ან დაგვიანებული გასუფთავება შემავსებლისაგან(ფუგა) ტოვებს მის ზედაპირზე კვალს,რომლის შემდგომ მოცილება იქნება ძალიან რთული, რადგან იგი ტოვებს ცემენტის თხელ ფენას,რომელიც შეიწოვს ნებისმიერ დაბინძურებას და ტოვებს მუდმივად ბინძური იატაკის შესახედაობას. აუცილებელია მთლიანად მოსცილდეს დარჩენილი შემავსებელი(ფუგა) წყლისა და მჟავის ნაერთის გამოყენებით, რომლის შემდგომაც უნდა მოირეცხოს წყლის დიდი რაოდენობით, რათა თავიდან ავიცილოთ ფილის დაზიანება. რეკომენდაციაა ჯერ გაიწმინდოს რამოდენიმე კვ.მეტრი და თუკი შედეგი დაგაკმაყოფილებდ მორეცხოთ მთლიანი ზედაპირი. FILA DETERDEK ; FILACR10;FILAVIABAGNO;FILA FUGANET
-
-
4.რა წესი უნდა დავიცვათ კერამიკული ფილების დაგების დროს იატაკქვეშა გამათბობელზე? +
-
იატაკის მოჭიმვის შემდეგ,როცა შესაძლებელია მასზე სიარული,აუცილებელია ჩავრთოთ იატაკქვეშა გამათბობელი და დავრწმუნდეთ მის მუშაობაში. გარდა ამისა ის ხელს უწყობს იატაკის სრულ გაშრობას.
კერამიკული ფილის დაგება რეკომენდირებულია:
წებო-ცემენტის მეშვეობით ,რომესაც აქვს მაღალი ელასტიური წებვადობა(კლასი C2E-S1 - სტანდარტი EN 12004) BIOFLEX S1
წებო-ცემენტი უნდა წაისვას იატაკზე და კერამიკული ფილის დასაგებ მხარეზე.
არანაკლებ 3 მმ ღარის(შოვის) გამოყენებით, ნებისმიერი ფორმატის ფილაზე.
-
-
5.ფილის ფორმატები და დასაშვები სტანდარტები ზომების მიხედვით
-
ფილის ფორმატები იყოფა კალიბრების მიხედვით მაგალითად; 30x30;60x60;60x120. და აშშ. რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად მწარმოებლის მიერ და შეესაბამება EN 14411 სტანდარტის მოთხოვნებს.
საერთაშორისო სტანდარტებით დასაშვები ცთომილება:
სიგრძე და სიგანე: ± 0.3%
სისქე: ± 0.3%
ირიბიკუთხე: ± 0.3%
გვერდის სიმრუდე: ± 0.2%
ზედაპირის სიმრუდე: ± 0.2%
ტექნიკური მონაცემები:
წყლისშეწოვადობა: < 0,1%
სიმტკის ზღვარი დაწოლის დროს: 46-65 N/mm2
ცვეთადობა:
ყინვაგამძლეობა შეესაბამება სტანდარტს: EN ISO 10545-12
ქიმიურ ნივთიერებათა მედეგობა შეესაბამება სტანდარტს: EN ISO 10545-13
სიმტკიცის ზღვარი ფილის სისქით 10დან 20 მმ-მდე შეესაბამება: 3000 N - 13000 N